04:12 - 10 May, 2026
|
2018-03-02 10:56:30, 2277 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ უკრაინისთვის „ჯაველინების“ მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამმართველოს განცხადებით, ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინების“ მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯაველინის“ 210 რაკეტას, უკრაინა 47 მილიონ დოლარად შეისყიდის. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ამ კომპლექსის უკრაინისათვის მიწოდება უკრაინის უსაფრთხოებას გააძლიერებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აშშ-ისგან ანტისნაიპერულ კომპლექსებსაც მიიღებს, რადგან დონბასში ბევრი უკრაინელი სამხედრო სწორედ სნაიპერის იარაღით იღუპება. „ეს დაგვეხმარება მსხვერპლთა რიცხვის შემცირებაში“, – აღნიშნა პოროშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)