|
2018-03-01 18:59:31, 1716 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ევროკავშირის ნახევარმილიონიანი გრანტი ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება
თბილისის მერიამ მოიპოვა ნახევარი მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებაზეც ისაუბრა. „ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოვიპოვეთ ევროკავშირის ნახევარმილიონიანი გრანტი, რომელიც ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სტარტაპებს. ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს სურვილი, ბიზნესი წამოიწყოს. შესაბამისად, ეს თანხა მათ გადამზადებას მოხმარდება, რათ მივცეთ სწორი მიმართულება, რომ თავიანთი ბიზნეს პროექტები განახორციელონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერია შეუერთდა ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება დაიწყო. ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, გამგეობებში შეიქმნა ახალი მიმართულება, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების გაძლიერებას, მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „პირველი ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მოსახლეობას წარვუდგინეთ არის „შენი იდეა ქალაქის მერს“. ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, კონკრეტული პროექტები, ხედვები წარმოადგინოს, თუ რა შეიძლება განხორციელდეს დედაქალაქში. შესაბამისად, შეიქმნა ეს პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, კონკრეტული პროექტები დედაქალაქის მერს ელექტრონულად წარმოუდგინონ. წარმოდგენილი პროექტებისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ხმის მიცემის შემდეგ, აღნიშნულ პროექტებს განვიხილავთ და ვიმსჯელებთ, როგორ შევუწყოთ ხელი კონკრეტული პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. (NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)