|
2018-03-01 17:45:15, 2269 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება
საფრანგეთის პროკურატურამ "ნაციონალური ფრონტის" ლიდერს და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს მარინ ლე პენს Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" სისასტიკის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების გამო, ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ AFP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თუ ლე პენს ბრალი დაუმტკიცდა, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება. ცნობისთვის, პოლიტიკოსმა Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოები 2015 წელს გამოაქვეყნა. მათ შორის იყო, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრებიც. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში მარინ ლე პენს საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ საპარლამენტო იმუნიტეტი ჩამოართვა. მანამდე სადეპუტატო იმუნიტეტი პოლიტიკოსს ევროპარლამენტმაც მოუხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)