|
2018-02-28 15:08:25, 1818 ნახვა
კომენტარი
აკაკი ზოიძე: „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის აღსრულება პირველ რიგში მოქალაქეებზეა დამოკიდებული
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც გაკეთდება იმისთვის, რომ "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის აღსრულების პროცესში პრობლემები არ წარმოიქმნას. თუმცა, ზოიძის შეფასებით, აღნიშნული კანონის აღსრულება პირველ რიგში მოქალაქეებზეა დამოკიდებული: "მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება, ჩვენ გვაქვს კიდევ ორი თვე დარჩენილი.აქამდეც ბევრი გაკეთდა მოსამზადებლად. კომიტეტთან არის საზედამხედველო სპეციალური საბჭო, რომელიც სწორედ ამ კანონის აღსრულებაზე ძალიან მჭიდრო მონოტორინგს განახორციელებს.ამის გარდა დაგეგმილი გვაქვს სასწავლო ტური,დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები გაიგებენ და პირველ ყოვლისა ამ კანონის აღსრულება თვითონ მოქალაქეებზეა დამოკიდებული.გვინდა, ამ კამპანიით გავაგებონოთ, ნუ იქნებით პასიური. ნუ იქნებით, როგორც პასიური მოქალაქე, ნუ იქნებით პასიური მწეველი, რადგან პასიური მოწევის გამო, 2100 ადამიანი იღუპება 10 წლით ადრე ამ ქვეყანაში. პატრული, ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტიანი, თუ ექნება მოქალაქეებისმხარდაჭერა",-განაცხადა აკაკი ზოიძემ. ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან თამბქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევა აიკრძალება ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; ასევე კანონი ითვალისწინებს თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვას; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანას; ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას; საცალო გაყიდვის აკრძალვას ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)