01:35 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 10:14:14, 1773 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა მალე დავასრულოთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა გვიან ღამით ტატუნაშვილების ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.

 „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა და ტრაგედია ერთი კონკრეტული ოჯახის და  მთელი ქვეყნის, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა აღნიშნა, აქციის გამართვას ჯერჯერობით აღარ გეგმავენ.

„მუშაობს კაცი და რაღა მაქვს სათქმელი. ყოველდღე ამოდის და გვაწვდის ინფორმაციას. მერე შევხედავთ, არაფერს არ ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics