16:20 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 15:31:38, 1680 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: პოლიციელებზე ხელის აღმართვა უნდა ისჯებოდეს უფრო მკაცრად, ვიდრე დღეს ისჯება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის ფულადი სანქციების გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტი უფრო ადრე უნდა შემუშავებულიყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელები თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას იცავენ და მათზე ხელის აღმართვა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს, ვიდრე ეს დღეს ხდება.

„ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა არათუ დროულია, არამედ უფრო ადრეც ყველას ერთად უნდა განგვეხორციელებინა, ამიტომ ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი ამ ინიციატივას მთავრობის სხდომაზე. იმედი გვაქვს, პარლამენტში ეს მიდგომები გაზიარებული იქნება, რადგან ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, პოლიციელის საქმე ძალიან პატივსაცემია, სირთულეებით სავსე სამსახური, რომელსაც ისინი ეწევიან, საკმაოდ მწირი ხელფასის პირობებში და მათაც ჰყავთ ოჯახები. მიუხედავად ამისა, ღამის განმავლობაში, მაშინ როდესაც ჩვენ გვძინავს, ისინი ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ. აქედან გამომდინარე, ასეთ ადამიანებზე ხელის აღმართვა, ვფიქრობ დიახ, უნდა ისჯებოდეს უფრო მკაცრად, ვიდრე დღეს ისჯება“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics