|
2018-02-23 15:27:14, 1574 ნახვა
კომენტარი
ქანთარია მუხთარლის საქმეზე: თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ, იქნებ ამ საკითხში რაღაც კიდეც დამეჯერებინა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ოპოზიცია აფგან მუხთარლის საქმეზე გულწრფელობის იმიტაციას აკეთებს, რაც კარგად გამოსდით. ქანთარია, მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაში ოპიზიციის საკუთარ ინტერესებს ხედავს. იგი ფიქრობს, რომ საკითხი მართლაც რთული და საფრთხილოა, თუმცა ამავდროულად მიაჩნია, რომ ასეთი კომისიის შექმნის დრო არ დამდგარა: „სიმართლე უნდა ითქვა, თქვენ რასაც საუბრობთ, ზედაპირულად სწორია, გარკვეული გულწრფელობის იმიტაციაც ახლავს თან და ფიქრობთ, რომ საკითხს კუდში მოკიდეთ ხელი. არადა საკითხი მართლა ძალიან რთულია და საფრთხილოა. გარკვეულ მოთვალთვალეებს თავისი ინტერესები აქვს და ესეც ბუნებრივია, გამოკვეთილია აქ თქვენი ინტერესი. თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ, იქნება კიდევ ამ საკითხში რაღაც დამეჯერებინა, მაგრამ თქვენ, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ადამიანის უფლებების დაღვევაში, წამებაში, ძალიან ძნელია, რომ თქვენ ახლა ასე მსოფლიო მასშტაბით აზროვნებთ. არა მარტო მე არ მჯერა, ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა. გასაგებია ჩემთვის, რისთვის გინდათ ეს. ვფიქრობ, ეს იმდენად რთული საკითხია, შეიძლება მოვიდეს დრო, რომ ჩვენ დავსვათ მწვავედ ეს კითხვა, შეიძლება ზოგს მიაჩნია, რომ უკვე მოვიდა ეს დრო, მე პირადად მართლა არ მიმაჩნია ასე. გულწრფელობის იმიტაცია გაგაჩნიათ, კარგად მომზადებულები ხართ, მაგრამ კარგად რომ ვიცნობ თქვენს მოდგამს, შიგნით რა ქვეტექსტებია, ეს ჩემთვის ნათელია“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)