|
2018-02-22 20:08:15, 1559 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე არალეგალ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გერმანიის მთავრობის მიერ მიცემული შესაძლებლობით ისარგებლონ
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გერმანიის მთავრობის მიერ მიცემული შესაძლებლობით ისარგებლონ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საუბარია სერიოზულ თანხაზე და ამის შესახებ ინფორმაცია უფრო კარგად გავრცელდება. ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება. „ესეც არის ის მხარდაჭერა, რომელსაც გამოთქვამენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და პირველ რიგში გერმანია, რათა ხელი შეუწყონ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩავიდნენ გერმანიაში და აქვთ სურვილი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ. გერმანიის მთავრობა სთავაზობს სპეციალურ პირობებს, ფინანსურ დახმარებას და იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც მათი დაბრუნებისთვის არის საჭირო. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება კონკრეტული შედეგის მომტანი ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ სამშობლოში დაბრუნება. მოვუწოდებ, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ“, - განაცხადა ჯანელიძემ. ცნობისთვის, გერმანული მხარის თანახმად 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, პირებმა მიიღონ დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად მაგალითად ქირავნობის დასაფარავად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა. შ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)