|
2018-02-22 18:06:48, 1492 ნახვა
კომენტარი
კელი: მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს ქმნის
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის შეფასებით, საქართველო სწორ გზაზე რჩება. თუმცა, როგორც კელიმ აღნიშნა, გარკვეული საკითხები ფიქრის საფუძველს იძლევა. ელჩის განმარტებით, საუბარია მმართველი პარტიის დომინანტურ პოზიციაზე. "გარკვეული საკითხები რაც გვაფიქრებს, არის ის, რომ მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების შეფასებით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის განხორციელება, შეფასებაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით, მათ შორის შეინიშნებოდა კანდიდატთა და ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევების ზრდა. 2018 და 2020 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო", - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)