|
2018-02-22 16:39:41, 1487 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი მედიაზე შესაძლო ზეწოლის საკითხზე: ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს, ამ გაურკვევლობაში ჩავერთო
ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მედიასთან დაკავშირებით პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას სრულიად ეთანხმება. რაც შეეხება „ტვ პირველის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მას ქუმსიშვილი გაურკველოვას უწოდებს და არ აპირებს, მასში მონაწილეობა მიიღოს: „პრემიერის განცხადებას მე სრულად მხარს ვუჭერ და პრემიერის განცხადებას აქვს თავისი შინაარსი. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. რაც ეხება „ტვ პირველს“, ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს, რომ ამ გაურკველობაში ჩავერთო“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მედიასაშუალებებზე ზეწოლასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა. კვირიკაშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ „იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება“. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკუთარ ბიზნესს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად ვერავინ გამოიყენებს: „მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ ზეწოლას ეხება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი გუშინდელი საღამო მიეძღვნა ამ თემატიკას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის გამორიცხული. ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას, ნამდვილად ვერ მივიღებთ ამ ბრალდებებს. იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება. გამორიცხულია, ასეთი რამ ხდებოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)