|
2018-02-21 17:29:20, 1651 ნახვა
კომენტარი
ბესელია გოცირიძეს: რომ მოგცეთ შესაძლებლობა, ისევე გათელავთ საზმაუს, როგორც ეს „იმედმა“ და სხვა ტელევზიებმა იწვნიეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას, მის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ბესელიასთვის ოპოზიციის მიერ მოყვანილი არგუმენტები შემოთავაზებული ცვლილებების საწინააღმდეგოდ, მიუღებელია. „ბატონო რომან, თქვენ რომ გისმენდით, ზუსტად ისეთი ასოციაცია გამიჩნდა, ახლაც რომ მოგცეთ შესაძლებლობა, ზუსტად ისევე გათელავთ ფეხქვეშ პირველ არხს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც ეს ტელეკომპანია იმედმა და სხვა ტელევზიებმა იწვნიეს, ახლა ამას აკეთებთ სიტყვით, რადგან სხვა არ ხელგეწიფებათ საბედნიეროდ, მაგრამ ის შეტევა და პირდაპირი თავდასხმები, რაც ტელევიზიების მიმართ ხორციელდებოდა, იყო დაახლოებით იმის ასოციაცია, რაც ჩვენ გვახსოვს წარსულში.ყველამ კარგად იცის, როგორ იცავთ თქვენ სიტყვის და მედიის თავისუფლებას.როგორც იცავთ ამ სტანდრატებს, ეს ყველაფერი ნანახაია, გავლილია, ვიცით, არამგონია ამის შეხსენება ვინმეს სჭირდებოდეს.ეს ყველაფერი არის ახალი ფორმით შეტევა მაუწყებელზე. ჩვენ მივიღეთ ის ცვლილებები, რაც მგონია,საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას დაუჭერს მხარს და გააძლიერებს, რომ შედეგი მიიღოს საზოგადოებამ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი შეასრულოს და საზოგადოებისთვის იყოს ის მისაღები“,-განაცხადა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)