15:25 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 14:36:33, 448 ნახვა

პოლიტიკა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა

გუშინ ბრიუსელში ირაკლი კობახიძემ საჯაროდ გამოავლინა ის, რაც საქართველოში ყველამ დიდი ხანია იცის - და რაც ახლა ევროპამაც დაინახა: სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ღიად აღიარებს, რომ არავითარი გეგმა არ გააჩნიათ და არც ქცევის შეცვლას აპირებენ.

"გუშინ ბრიუსელში ირაკლი კობახიძემ საჯაროდ აჩვენა ის, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე დიდი ხანია იცის - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა, რაც ახლა უკვე ევროპამაც თვალნათლივ იხილა.
ისინი დიდი ხანია ბრიუსელს ადანაშაულებენ ურთიერთობების ჩიხში შეყვანაში, თუმცა ახლა უკვე მართლაც საგანგაშოა, რომ ისინი ღიად აღიარებენ - არავითარი გეგმა არ გააჩნიათ და არც ქცევის შეცვლას აპირებენ; ისინი უბრალოდ ელიან, რომ შეიცვლება ბრიუსელი და ევროკავშირის მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
საქართველოს ევროპულ მომავალს მძევლად ჰყავს აყვანილი ავტორიტარული, არაკომპეტენტური რეჟიმი, რომელიც ებრძვის ევროპულ ღირებულებებს და ამავდროულად ევროკავშირისგან მოითხოვს, რომ მან საკუთარი წესები მათ დაკვეთას მოარგოს" | წერს გიორგი გახარია X-ზე. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics