|
2018-02-21 16:04:18, 1548 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი ნაცვლიშვილს: მიიღეთ შენიშვნა პროფესიონალი ჟურნალისტისგან - რეიტინგი და მოწონება სხვადასხვაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენძელა მაჭავარიანის განცხადებით, რეიტინგი და მოწონება ერთმანეთისგან განსხვავდება. მაჭავარიანის თქმით, რეიტინგი არის ყურებადობა, ხოლო ამ მაყურებლისგან კონკრეტული თემა ზოგს მოეწონება, ზოგს - არა. ამიტომ, მაჭავარიანი არ იზიარებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზომი რეიტინგი არ უნდა იყოს. დეპუტატმა ამ ნაწილში ანა ნაცვლიშვილს შენიშვნა მისცა: „არ მინდა, ჩემი თავის რეკლამა გამომივიდეს,მაგრამ თქვენ გესაუბრებათ ამწუთში პროფესიონალი ჟურნალისტი 30 წელზე მეტი ხნის სტაჟით. ერთი პატარა შენიშვნა მიიღეთ პროფესიონალი ჟურნალისტისგან. რეიტინგი და მოწონება აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რეიტინგი არის ყურებადობა, ამ მაყურებლისგან ზოგს მოეწონები, ზოგს არ მოეწონები, მოწონება სულ სხვა თემაა და რეიტინგი სულ სხვა თემაა.მიმაჩნია, რომ როდესაც ამ თემაზე საუბრობთ, ეს უნდა იცოდეთ. ასევე მინდა გკითხოთ, ხომ არ გგონიათ, რომ ის, რაც აჭარის ტელევიზიამ გააკეთა, ხვალ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე.ერთი ორგანიზმია, შემადგენელი ნაწილია საზოგადოებრივი მაუწყებლის და მიმაჩნია, რომ მოკლე დროში იგივე წარმატებას მიაღწევს საზოგადოებრივი მაუწყებელი. რეიტინგი არის აუცილებელი კომპონენტი. თუ არ გიყურებენ, თუ არ გკითხულობენ, მედიასაშუალება არის მკვდარი“,-განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)