15:27 - 04 Nov, 2026
|
2018-02-21 15:03:04, 1700 ნახვა
კომენტარი
ოთარ დანელია: მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება
„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მარტვილში მწიფდება პოლიტიკური კრიზისი“, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა. „ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გვქონდა საუბარი. მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ ამ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მათ შორის მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ასევე ერთგვარად ხელს უწყობს ამ პრობლემის კიდევ უფრო ესკალაციას“, - მიმართა ოთარ დანელიამ ირაკლი კობახიძეს.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)