|
2018-02-21 11:47:48, 1640 ნახვა
კომენტარი
ჩხენკელი: წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება არის სტიმული სხვებისთვის, რომ ამ დონეს მიაღწიონ
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, სამართლიანია, რომ ამ ეტაპზე ხელფასი მხოლოდ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს გაეზარდათ. ჩხენკელის თქმით, ამ მასწავლებლების წახალისება იქნება სტიმული სხვა მასწავლებლებისთვის, რომ გადავიდნენ შემდგომ საფეხურზე და აიმაღლონ კვალიფიკაცია. „სამართლიანია, რადგან წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა მიაღწიეს ამ დონეს,შეასრულეს საკმაოდ დიდი სამუშაო და ხდება მათი წახალისება.საქმე იმაშია, რომ სხვა მასწავლებელს, ყველას აქვს შანსი, რომ გახდეს წამყვანი და შემდგომ მენტორი მასწავლებელი. ასე რომ, ხელფასების მატება პირდაპირ შეეხო ამჟამად წამყვან და მენტორებს, გვინდა რომ წავახალისოთ მასწავლებელი, რომ გადავიდეს შემდგომ საფეხურზე, რომ მან აიმაღლოს კვალიფიკაცია,შესაბამისად, ეს მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ იმ საფეხურს“, - აღნიშნა ჩხენკელმა და დასძინა, რომ ზოგადად ყველა მასწავლებლის და სკოლაში დასაქმებული პირების ხელფასები უნდა გაიზარდოს.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)