|
2018-02-21 11:27:41, 1673 ნახვა
კომენტარი
განათლების მინისტრი: ავტორიზაცია შეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის მობილობა გამოცხადდება
"სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც მაღალი აკადემიური ხარისხი გააჩნია", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჩხენკელის თქმით, რამდენიმე უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა, თუმცა მინისტრის განმარტებით, ავტორიზაცია შეჩერებული სტუდენტებისთვის მობილობის პროცესი გამოცხადდება. "რამდენიმე უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია, სწორედ ხარისხის დონიდან გამომდინარე. მინდა, პირველ რიგში მივმართო ავტორიზაცია შეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს, მე ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, რომ მათთვის საკმაოდ ძნელი მოსასმენია ის გარემოება, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია. მაგრამ მინდა ყოველი სტუდენტი დავარწმუნო, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი", - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)