|
2018-02-20 14:50:46, 1638 ნახვა
კომენტარი
ირმა ინაშვილი: ოკუპანტი თურქეთიც არის და რუსეთიც
„რატომ მარტო რუსეთი, თურქეთი არ არის საფრთხე? ირანი არ არის საფრთხე?“,-ასე უპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა შეკითხვას - არის თუ არა რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე. მისი თქმით, საქართველოს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რომ საფრთხეები არაერთი ქვეყნიდან შეიძლება მომდინარეობდეს. „საქართველოს ტერიტორიების 33% თურქეთს აქვს ოკუპირებული, თურქეთი აჭარის რეგიონში ახორციელებს უკიდურესად სახიფათო პოლიტიკას“,-აღნიშნა ინაშვილმა. შეკითხვას - ოკუპანტი რუსეთია, თუ თურქეთი, დეპუტატმა ასე უპასხუა: „ოკუპანტი თურქეთიც არის და რუსეთიც“. აღნიშნული განცხადება ირმა ინაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დახურულ ფორმატში, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ეცნობიან.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)