|
2018-02-20 14:17:17, 1579 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხე არის ოკუპირებული ტერიტორიები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საქართველოს ნომერი პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა. სესიაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია მიიღონ საფრთხეების შესახებ, რასაც ამ წუთებში მათ საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი აცნობს. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, რათა ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს. "ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხე არის ოკუპირებული ტერიტორიები. ეს ყველასთვის გასაგებია. გარდა ამისა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ ამ პროცესში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის სწორი პოლიტიკა, რომლითაც დავიცავთ ჩვენს ქვეყენას. თემების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსის და დეპუტატების პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა მედიისთის დახურულია.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)