|
2018-02-20 13:05:23, 1601 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს
თბილისის მერი კახი კალაძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ კომპანია „ნიკარემსტროის“ ტენდერიდან დისკვალიფიცირება, მის რუსულ წარმომავლობას უკავშირდებოდეს. კალაძის განმარტებით, ყველა კომპანიამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტენდერიდან მოიხსნება. მისივე თქმით, თუ ხსენებულ კომპანიას დარღვევები ჰქონდა, ვერ გაიმარჯვებდა: „არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, ის, რაც კანონით მოთხოვნილია, ჰქონდეს ყველა კომპანიას გათვალისწინებული. ჩვენ, თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევებზე. შესაბამისად, თუ ამ კომპანიას ჰქონდა დარღვევები, რა თქმა უნდა, ის იქნებოდა დისკვალიფიცირებული და ვერ გაიმარჯვებდა. ასე რომ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს“,-განაცხადა კალაძემ. კომპანია „ნიკარემსტროი“ ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)