|
2018-02-20 12:04:10, 1568 ნახვა
კომენტარი
კალაძე: „112“-ის ახალი პროგრამა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ უფრო ოპერატიულები და ეფექტურები
„112“-ის ახალი პროგრამა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყოთ უფრო ოპერატიულები და ეფექტურები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების პროგრამული უზრუნველყოფის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. „დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ პროგრამას, რომელიც იქნა შემუშავებული თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დედაქალაქში - ეს არის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, ინფრასტრუქტურული პროექტები, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეს არის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროგრამას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მათ ჰქონდეთ მოწყობილობა სპეციალური პადები, რომლის მეშვეობითაც, ონლაინ რეჟიმში აქვთ ინფორმაცია თუ რომელ მისამართზე უდნა მივიდნენ და დაეხმარონ ადამიანებს. ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყოთ უფრო ოპერატიულები, ეფექტურები. რა თქმა უნდა, ეს არ არის ბოლო და ჩვენ ვაპირებთ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, ვაპირებთ ახალი ავტომობილების შემოყვანას სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის, ვაპირებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას თანამშრომლებისთვის. წელს მაგალითად, დეკრეტული შვებულება იქნება ანაზღაურებადი და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, 112-ში შემოსული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს ელექტრონული კომუნიკაციის გზით, მყისიერად გადასცეს საჭირო დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს.
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)