|
2018-02-19 12:11:48, 1416 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: არგუმენტები, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო გავიზიაროთ, შედარებით სუსტია
„არგუმენტები, რომ ჩვენ გავიზიაროთ პრეზიდენტის ვეტო, შედარებით სუსტი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებას ვერ გააკეთებს: „არის აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით. საკმაოდ მყარი არგუმენტები იყო ერთ და მეორე მხარეს, მაგრამ საბოლოო შეხვედრებზე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები მაინცდამაინც სიმყარით არ გამოირჩევა. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას წინასწარ გავაკეთო კომენტარი ამასთან დაკავშირებით, რადგან არ მინდა შევზღუდო თანაფრაქციელები ჩემი პოზიციით. ზოგადად ვფიქრობ, არგუმენტები, რომ ჩვენ გავიზიაროთ პრეზიდენტის ვეტო, არის შედარებით სუსტი. აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია დაახლოებით გასაგებია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში პარლამენტში მხოლოდ მესიჯბოქსებით დადიან და არა მყარი არგუმენტებით. "თუ ადამიანები ამბობენ რომ 2012-13 წლების შემდეგ სარეკლამო ბაზარმა იკლო, ეს არ არის მართალი და აქედან გამომდინარე, ამ არგუმენტის გამოყენება საფუძვლად სხვა დანარჩენი პოზიციისა, რომელიც ამყარებს პრეზიდენტის პოზიციას, არის შეუძლებელი. ასეთივე არგუმენტები ხმოვანდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. ადამიანები პარლამენტში მოდიან საკამათოდ მხოლოდ მესიჯბოქსებით და არა მყარი არგუმენტებით", - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით მსჯელობს.
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)