|
2018-02-16 19:58:03, 1270 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მიზანია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოციალური გავლენა შეიძინოს და ეს მიზანი შესრულდება
"ჩვენ გვამოძრავებს ძალიან მარტივი მიზანი - გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, ჩვენი მოქალაქეების ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და მოემსახუროს იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეიძინოს. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, მედიაორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პოლიტიკური შტურმი მიმდინარეობს. „ამ პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჩვენ ყველა ვხედავთ, ვაკვირდებით რამდენიმე თვის განმავლობაში, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. უკვე აღვნიშნე დღეს სხდომაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარებას თუ გავაუმჯობესებთ, თორემ იქ რაიმეს გაუარესება შეუძლებელია. წლების განმავლობაში, ათეულობით მილიონი იხარჯებოდა ჩვენი გადამხდელების ფული იმაზე, რომ დაწერილიყო ნულოვანი რეიტინგი და ამას ყველა გულგრილად უყურებდა, მათ შორის, ის ადამიანები, რომელებსაც მიტანილი აქვთ შტურმი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ჩვენ გვამოძრავებს ძალიან მარტივი მიზანი - გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, ჩვენი მოქალაქეების ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და მოემსახუროს იმას, რომ შეიძინოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მიზნის მისაღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საკანონმდებლო ცვლილებები იყო. „სწორედ ამას ემსახურებოდა ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა რეკლამასთან, შესყიდვებთან დაკავშირებით. ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, ვიტყვი დღეს, რომ მე დავრწმუნდი ჩემი არგუმენტების წყების სისწორეში. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გაუმჯობესდება ვითარება იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გაურესებით არაფერი არ გაუარესდება. ანუ არ მიადგება ზიანი არავითარი ფორმით და ხარისხით კერძო ტელე-მაუწყებლებს. ამაში დავრწმუნდით იმ მსჯელობის საფუძველზე, რომელიც დღეს წარიმართა. საპირისპირო მყარი არგუმენტები ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ",- განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა ხელისუფლებაზე შტურმის მისატანად აქვთ გამოყენებული. „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შესაბამისად,ის პროცესები, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მათ შორის, კანონპროექტის განხილვისსახით, ბუნებრივია, დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და ისინი ცდილობენ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შტურმის მიტანით მიიტანონ საბოლოოდ შტურმი ხელისუფლებაზე, თუმცა, ეს არის ძალიანუსუსური მცდელობა. საბოლოო ჯამში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ არ გაიფლანგოს საბიუჯეტო თანხები ჩვენი მოქალაქეების, ისე, როგორც იფლანგებოდა წლების განმავლობაში, ზუსტად იმხელისუფლების პირობებში, რომელსაც წარმოადგენენ ჯანგირაშვილი და მურადაშვილი",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ამავე შტურმში ჩართულია არასამთავრობო სექტორის ნაწილიც. „არის პოლიტიკური შტურმი, მასში ჩართულნი არიან სუბიექტები, ზოგი ნებით, ზოგი უნებლიედ. მათ შორის, არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკურიინტერესები, ისინი ასოცირებული არიან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან, შესაბამისად, მათაც ამოძრავებთ პოლიტიკური ინტერესები." პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში დემპინგს გამორიცხავს. „მე კიდევ ერთხელ განვმარტავ იმას, რაც განვმარტე იურიდიულად. შეუძლებელია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ას ლარიანი ფასი დააწესოს ათას ლარიან რეკლამაზე. ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამის იდენტიფიცირება შეუძლია აუდიტის სამსახურს, პროკურატურას. შესაბამისად, ვერავინ ვერ გააკეთებს ამას საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს არის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. აქედან გამომდინარე, არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში დემპინგს გამორიცხავს",-განაცხადა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი პირადი მოსაზრება ვეტოს დაძლევაა, თუმცა, კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში მსჯელობისშემდეგ იქნება მიღებული. „ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ და მივიღოთ ის კანონპროექტი, რომელიც თავიდანვე მივიღეთ, თუმცა, გვექნება დამატებითი მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობასთან დასაბოლოოდ, იქ შევჯერდებით გადაწყვეტილებაზე საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)