|
2018-02-16 16:41:04, 1411 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ვისურვებდი, პარლამენტში საკამათოდ არგუმენტებით მოდიოდნენ და არა პიარ სტრატეგიებით
„ძალიან გულწრფელად ვისურვებდი, რომ როდესაც რომელიმე თემაზე საკამათოდ მოდიან ადამიანები პარლამენტში, ისინი მოვიდნენ კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებულნი და არა ტელევიზიებისთვის განკუთვნილი მესიჯებით, არაკორექტული გამონათქვამებით და პიარ სტრატეგიებით",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით არგუმენტების წარმოდგენა მოითხოვა. „როდესაც ვუყურებთ ამ პროცესს, ვხედავთ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ არსებობს და ადამიანები ცდილობენ, მხოლოდ პიარზე გამიზნული მესიჯები გაახმოვანონ, რათა საზოგადოების რაღაც ნაწილს მაინც დარჩეს შთაბეჭდილება, რომ თითქოს, მეორე მხარეს არგუმენტები არ არსებობს",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება ვეტოს დაძლევის ან გაზიარების შესახებ გადაწყვეტილებას, ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მსჯელობა გრძელდება და დღევანდელი შეხვედრაც ადასტურებდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას არგუმენტების მოსმენა სურდა. „არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მყარი პოზიცია ჰქონდა უმრავლესობის ძალიან დიდ ნაწილს ამასთან დაკავშირებით და მივიღეთ კიდეც კანონი იმ ფორმით, როგორც არის მიღებული, ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას. დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოხატულება იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ძალიან დიდ ნაწილს გულწრფელად სურდა, მოგვესმინა არგუმენტები, მაგრამ როგორც ვხედავთ, საქმე იქით მიდის, რომ არგუმენტები არ არსებობს. როდესაც არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტები, მაშინ არ ხდება იმ ინიციატივების გაზიარება, რომელსაც ვერ ამყარებს არგუმენტების შესაბამისი საფუძველი",- განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს. დეპუტატი გამოეხმაურა ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, დეპუტატებზე ზეწოლას ახდენს. „არანაირი ინფორმაცია არ გადის მიმოწერებიდან. ეს არის მოგონილი ამბავი, რომელიც იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელზეც უკვე მოგახსენეთ და მოგონილი ამბების ნაწილია. რეალურად, მოვიდა დრო, რომ დავიჯეროთ, რომ ამ ქვეყანაში საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტარები არ იმართებიან ერთი მოწერილით და ერთი ადამიანის კონკრეტული ნებით. ჩვენთან არის მსჯელობა, თქვენ ხედავთ, რომ არცერთ თემასთან დაკავშირებით არ ვუმალავთ საზოგადოებას ცხარე კამათის შესახებაც კი, ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ მთლად კორექტულია ასეთი ამბების მოგონება",- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, თავისუფალი კენჭისყრის სტანდარტი შენარჩუნდება ვეტოს განხილვის დროსაც. „როდესაც უმრავლესობაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ყოველთვის ეს სტანდარტია შენარჩუნებული. ასე ვუფრთხილდებით ჩენ ერთმანეთის თავისუფალი ნებას და მართლაც დროა, დავიჯეროთ, რომ ერთი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც მოუწოდებს, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობას, მოიქცნენ ისე, რომ ეს ქცევა რომელიმე მათგანის ნებასაც კი ეწინააღმდეგებოდეს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)