|
2018-02-06 14:11:51, 2431 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ცესკო-მ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დაარეგისტრირა. პუტინი პირველია, ვინც ამომრჩევლების ხელმოწერის შედეგების შემდეგ დაარეგისტრირეს. „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ყველა კანდიდატმა, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მომართა, შემოწმება გაიარა“, - განაცხადა რუსეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ შემოწმება წარმატებით ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის და "რუსეთის კომუნისტების" პარტიის წევრის მაქსიმ სურაიკინის ხელმომწერებმაც გაიარეს. კომისიაში ასევე განაცხადეს, რომ ბიზნესმენი ბორის ტიტოვი, გრიგორი იავლინსკი და სერგეი ბაბურინი უახლოეს მომავალში დარეგისტრირდებიან. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 18 მარტს გაიმართება.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)