|
2018-02-03 16:43:14, 1783 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: აუდიტის სამსახურიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული
„აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ, რომ ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებულ შემოწმების ანგარიში განიხილეს. სესიაშვილი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას აუდიტის სამსახურის როლს შეეხო და უწყების მიერ მომზადებული დასკვნები შეაფასა. „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს აუდიტის სამსახურის ეფექტური მუშაობა და ის გეგმები, რაც ამ სამსახურს გააჩნია. აუდიტის სამსახური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება წარმოდგენილ დასკვნებს - აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის კუთხით. პროგრესია როგორც ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე დარღვევების კლების ტენდენციების თვალსაზრისით და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს. რეკომენდაციების ნაწილში ჩვენი ერთობლივი მუშაობა გრძელდება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული გარკვეული ადმინისტრაციული ხარვეზები მოდის და თუმცა ამ მხრივაც, აქაც შეინიშნება გამოსწორების ტენდენციები", - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს გაეცნო. გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)