|
2026-11-04 09:12:01, 338 ნახვა
მსოფლიო
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის. სპიკერმა მაიკ ჯონსმა განაცხადა რომ შუალედური არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა. ამ ეტაპზე დათვლილი ხმების მიხედვით "დემოკრატები" 255 მანდატს მიიღებს, ხოლო "რესპუბლიკელები" 180. ციფრი შესაძლოა შეიცვალოს. ამერიკული მედიასაშუალებების, მათ შორის NBC News-ისა და CBS News-ის პროგნოზებით, დემოკრატებმა წარმატებით დაძლიეს უმრავლესობისთვის საჭირო 218 მანდატიანი ბარიერი და ჩამოართვეს კონტროლი რესპუბლიკელებს, რომლებიც მანამდე მცირე უმრავლესობას ფლობდნენ. დემოკრატებმა დაამარცხეს რესპუბლიკელი მოქმედი კონგრესმენები ისეთ საკვანძო შტატებში, როგორიცაა პენსილვანია, ჩრდილოეთ კაროლინა, კენტუკი და კოლორადო. პენსილვანიის მე-10 საარჩევნო ოლქში დემოკრატმა ჯანელ სტელსონმა (Janelle Stelson) დაამარცხა რესპუბლიკელთა ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა სკოტ პერი. ასევე, ჩრდილოეთ კაროლინის მე-11 ოლქში გაიმარჯვა ჯეიმი აგერმა (Jamie Ager) ამ გამარჯვების შედეგად, დემოკრატები იბრუნებენ კონტროლს წარმომადგენელთა პალატის ყველა კომიტეტზე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, დაბლოკონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკანონმდებლო ინიციატივები და აწარმოონ საპარლამენტო გამოძიებები აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ. რესპუბლიკელ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე დემოკრაგი ჰაქიმ ჯეფრისი ჩაანაცვლებს და პირველი ფერადკანიანი სპიკერი იქნება აშშ-ისტორიაში. მან გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "ამერიკა დაბრუნდა"
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)