|
2018-02-02 19:49:47, 1735 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: შემუშავებული ცვლილებებით ტყე უფრო მეტად აღიდგენს თავს, ვიდრე ჩვენ გვექნება მასზე ზემოქმედება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტებები გააკეთა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მისი თქმით, მნიშვნელოვნად აწესრიგებს და ამკაცრებს ტყის გამოყენების წესებს. „ტყით სარგებლობის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რომლებიც თვისობრივად გააუმჯობესებს ტყეში მენეჯმენტს, რათა დავიცვათ ჩვენი ტყე. ის არის ძირითადი წყარო ეკოლოგიის და ამავე დროს, შეიძლება იყოს ეკონომიკური მიზნებისთვის გამოყენებული, თუმცა ტყეზე მოდის საკმაოდ დიდი სოციალური ზეწოლა. ხშირ შემთხვევაში ეს არის.ე.წ სოციალური დაწოლა, სწორად სოციალური მიზნებისთვის არ ხდება ხოლმე გამოყენება. ამ კუთხით ჩვენ სამასალე ნაწილში სოციალური ჭრა გავაჩერეთ. ტყეში უამრავი კერძო პირი უკონტროლოდ არ უნდა შედიოდეს და არ უნდა ჭრიდეს ხეებს. ის ხშირ შემთხვევაში ხვდება შავ ბაზარზე.ტყეში იმოქმედებს ტყის ეროვნული სააგენტო, პროფესიული უწყება, რომელიც ტყეზე ზრუნავს და შესაბამისად, არაპროფესიონალები ტყიდან მოცილდებიან ამ ნაწილში. ეს უკავშირდება ერთის მხრივ უსაფრთხოებას, პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ ტყესთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ ორგანიზებულად მოხდება საბიუჯეტეო ორგანიზაციების საშეშე მერქნით მომარაგება. ეკონომია უფრო გვექნება და მეორეს მხრივ ეკოლოგიაზე ვიზრუნებთ, სწორედ სპეციალისტები იმუშავებენ ტყეში. სამწუხაროდ, არ გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად მოვამარაგოთ მოსახლეობა საშეშე მერქნით, ამიტომ ამ ნაწილში ამ ეტაპისთვის რჩება არსებული პირობები, თუმცა ჩვენ გვაქვს რეფორმის მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ბევრი მიმართულებით ტყის აღდგენით ღონისძიებებს და ასევე ხის წარმოებას გააუმჯობესებს“,-განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, ერთ-ერთი ცვლილება ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას ეხება. „საქართველოს ტყეებში არის უზარმაზარი რაოდენობა მყარი ბიომასის,რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სწორად. ეს ჩათვალეთ, რომ შეშის ალტერნატივაა, ეკოლოგიის თვალსაზრისითაც კარგი პროდუქტია, რადგან ის იწვის და წვის პროდუქტი უფრო მისაღებია გარემოზე ზემოქმედების კუთხით. ასევე, გაუმჯობესდება ტყეში სანიტარული მდგომარეობა. ტყის ხანძრების პრევენციის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩახერგილობები, სხვადასხვა ტიპის ნარჩენის გადამუშავების საშუალებას ვაძლევთ ბიზნესებს. ჩვენ გვაქვს ბიზნესებთან კომუნიკაცია, ისინი დაინტერესებულიც არიან.ბევრი მუნიციპალიტეტი შეშას ჩაანცვლებს ზუსტად ასეთი ალტერნატიული საწვავის საშუალებებით. საკანონმდებლო კუთხით იქნება სანქციები, რომელიც გამკაცრდება და ამ ნაწილში ვიქნებით პრინციპულები. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ წარმოვადგენთ სახერხი საამქროების შესახებ რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს მიკვლევადობის საკითხს, მეორე ბლოკი ამ რეფორმის არის ადმინისტრირების გაუმჯობესება. მესამე ბლოკია ინსტიტუციური სწორი მოწყობა და აქაც ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ინსტიტუციურად ტყის კონტროლის ფუნქცია გადალაგდება სამინისტროში. ეს დროში ალბათ 2018 წელს დაიკავებს. ამ ღონისძიებებით თვისობრივად შევცვლით მდგომარეობას ტყეში. ტყე უფრო მეტად აღიდგენს თავს, ვიდრე ჩვენ გვექნება ტყეზე ზემოქმედება“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)