|
2018-02-02 19:10:52, 1895 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: დიზელის ტოტალურ აკრძალვაზე არავინ საუბრობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქვეყანაში დიზელის საწვავის შესაძლო აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა. დავითაშვილის თქმით, საუბარია არა დიზელის შემოტანის აკრძალვაზე, არამედ დიზელთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ხარისხის სტანდარტის გამკაცრებაზე: „„მართლაც ასეა, საქართველოში მძიმე მრეწველობა არც ისეთი მასშტაბით არის წარმოდგენილი, თუ საქართველოში დაბინძურების წყაროებს გავაანალიზებთ, ეს არის ძირითადად ტრანსპორტიდან მომავალი, საწვავიდან მომავალი, თუმცა სიტუაცია ნორმალურია. იცით, რომ მონიტორინგის კუთხით ინფრასტრუქტურა იქმნება, დღეს უკვე ჩვენს ინფორმაციას შეგვიძლია დავეყრდნოთ, რადგან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სადგურები გაკეთდა, მათ შორის თბილისში, ამავე დროს ძალიან მოკლე ხანში დიღომში ლაბორატორია გაიხსნება, სადაც ყველა ეს ინფორმაცია თავს იყრის, ჩვენ ანალიზს გავაკეთებთ და გვინდა, რომ საზოგადოებას ამაზე რეგულარული ინფორმაცია მივაწოდოთ ხოლმე, თუ როგორია ჰაერის სისუფთავე საქართველოში, თუ დაბინძირების დონე. მინდა გითხრათ, ძირითადად არის ნორმალური, მისაღები ფონი, კარგი ფონიც. ადრე იყო კვლევები, რომელიც ამბობდა, რომ თბილისი დაბინძურებული ქალაქია, თუმცა ეს კვლევები ეფუძნებოდა ძველ ინფორმაციას, ძველ კვლევებს, იმ დრომდე, ვიდრე საქართველოშ შემოვიდა უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტი ევრო 5, იგივე ბენზინთან დაკავშირებით, თუმცა დიზელთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ გვაქვს შემოღებული. საუბარი იყო, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც სტანდარტი დიზელთან დაკავშირებით და ის სტანდარტი კიდევ უფრო გავამკაცროთ, ამაზე რა თქმა უნდა მუშაობა მიდის, მათ შორის ბიზნესთან და ჩვენ ამ ეტაპსაც გავივლით და ნაბიჯსაც გადავდგავთ. რა თქმა უნდა დიზელის ტოტალურ აკრძალვაზე არავინ საუბრობს”,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბიზნესასოციაციის წევრებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მოითხოვა, საქართველოში აარაკონდიცირებული საწვავის შემოტანა აიკრძალოს. „ეს ეხება დიზელის საწვავს, რომელიც არის ყველაზე დიდი გამომწვევი ქალაქებში, კერძოდ თბილისში ჰაერის დაბინძურების. 67% მოდის დაბინძურების საწვავზე. სწორად იქნა ეს აღქმული და დაგვპირდნენ, რომ გადაიჭირება ეს პრობლემა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ვიხილავთ საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ უნდა ვაშენოთ ხარისხიანი ქვეყანა და ხარისხი პირველ რიგში იწყება იმით, რასაც ვსუნთქავთ და რასაც მივირთმევთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)