|
2018-01-30 15:49:42, 1753 ნახვა
კომენტარი
ჯავახაძე: ჩვენი მიზანია პრევენციულ პოლიტიკაზე გადასვლა და ამისთვის ვნერგავთ ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს
„ჩვენი მიზანია არა რეპრესიული პოლიტიკის გატარება, არამედ პრევენციულ პოლიტიკაზე გადასვლა და ამისთვის საქართველოში ვნერგავთ ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უწყება ყოველთვიურ სტატისტიკას 2018 წლის მარტის თვის ჩათვლით გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც კვარტალური სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყება. "კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში არის ღია და გამჭვირვალე. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ობიექტური გააზრებით არის შესაძლებელი ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა. რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ფონზე ჩვენს პოლიტიკას კრიმინალთან ბრძოლაში, ჩვენ ვირჩევთ სისტემური რეფორმირების გზას. რეფორმირების ეს პროცესი უკვე დაწყებულია და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია. ეს ეხება რეფორმირებას კრიმინალურ პოლიციაში, სასაზღვრო პოლიციასა და პატრულში, სადაც დაიწყო რეფორმირების ახალი ეტაპი. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმა კრიმინალური პოლიციის მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც საგამოძიებო, ასევე, ოპერატიული საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება. აღნიშნულის პარალელურად, მომატებული კრიმინალის საპასუხოდ, ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, კანონის ფარგლებში ვიქნებით მკაცრები, პრინციპულები და ამ პროცესში მაქსიმალურად დავიცავთ ადამიანის უფლებებს", - განაცხადა ჯავახაძემ. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)