|
2018-01-30 14:29:56, 1643 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევას კიდევ ერთხელ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, სახეზეა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა. კალაძე განმარტავს, რომ მეტროსადგური ახლადრეაბილიტირებული იყო და სამუშაოები შეასრულა კომპანია „ყვარელ რემმშენმა“. მერის განცხადებით, მისი ჯამური ღირებულება 347 852 ლარს შეადგენს. კალაძე ამბობს, რომ გამოძიებამ დასკვნა დროულად უდნა დადოს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი: „ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს დროულად უნდა გაეცეს პასუხი. როგორც ვიცი გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა სამსახურებმა. არ მინდა, ხმამაღალი დასკვნების გაკეთება, რომ არ შევიჭრა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. ვერ და არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს მისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგად თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ან სიცოხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს“,-განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება). მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)