12:51 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 13:24:19, 1813 ნახვა

კომენტარი
იან კელი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში წევრობის საკითხი სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

შესაბამისი განცხადება ელჩმა Heritage Foundation-ის ანგარიშის კომენტირებისას გააკეთა რომლის მიხედვით, საქართველოს წევრობა ნატოს და ევროკავშირის ინტერესებშია.

"ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამერიკა არის მტკიცე მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. თვითონ ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და მის სუვერენულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics