|
2018-01-29 17:46:58, 1851 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ლორა თორნტონის განცხადება მინიმუმ არაკორექტული იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თანაგუნდელ ირაკლი მეზურნიშვილის მსგავსად ფიქრობს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის განცხადება მინიმუმ არაკორექტული იყო . მდინარაძის შეფასებით, თორნტონმა თავისი განცხადებით შურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს. „ლორა მოუხდის თუ არა ბოდიშს, ეს მეორე საკითხია, თუმცა მეც მიმაჩნია, რომ თუ ქალბატონ ლორას უნდოდა თავისი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკა, ამისათვის არ იყო აუცილებელი შეურაცხყოფა მიეყენებინა ქართველი ჟურნალისტისთვის, არ იყო აუცილებელი, შეურაცხყოფა მიეყენებინა ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია აშშ, შარშან მაიკ პენსის ვიზიტის დროს მან პირადად ტრამპის მესიჯები გაახმოვანა საქართველოში, მისი გზავნილები იყო გახმოვანებული,შეუძლებელია ტრამპა არ იცოდეს საქართველოს შესახებ, შეუძლებელია, ის მესიჯები ყოფილიყო შაბლონური, ხელოვნური, ფორმალური, ამიტომ, როდესაც ორი ქვეყნის ურთიერთობას და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობას შეეხება საქმე, ალბათ ცოტა მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ. ოპოზიცია თავგამოდებით იცავს დღეს ქალბატონ ლორას. მას ჩვენგან დასაცავი არაფერი სჭირს, ჩვენც ვმეგობრობთ, ჩვენც ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ შორის ლორასთან. მაგრამ ჩვენ სიმართლეს არ უნდა გავურბოდეთ, არ იყო კორექტული ქალბატონი ლორას განცხადება, როგორც მინიმუმ, ვფიქრობ, გამოსწორების შანსი შეიძლება ჰქონდეს ქალბატონ ლორას, ეს იქნება ბოდიში, თუ სხვა განცხადებებში ამ პათოსის გასწორება, ეს მისი საქმეა“,-განაცხადა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში. შეგახსენებთ, ლორა თორნტონი "იმედთან" ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას, რომელიც კვლევაში სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შედარებას ეხებოდა,სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ამგვარად ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, - წერს ლორა თორნტონი Facebook-ზე. ამ განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა მას საჯაროდ ბოდიშის მოხდა სთხოვა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)