|
2018-01-29 15:15:02, 1441 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი მეტროში ერთ-ერთ დაკავებულზე: აღენიშნება დაზიანებები, რაც როგორც თავად ამბობს, დაკავების დროს მიადგა
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წვრილმანი ხულიგნობის, ან პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლების გამოყენებით სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ხშირად ხდება. ამის შესახებ ომბუდსმენმა მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" 2 პირის დაკავების შეფასებისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი აღნიშნულ საკითხს სწავლობს და გამოძიების პროცესს დააკვირდება. "ჩვენმა წარმომადგენელმა წუხელ უკვე მოინახულა ორივე დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში. როგორც ჩვენი წარმომადგენელი აღნიშნავს, ერთ-ერთს აღენიშნება დაზიანებები, რაც როგორც თავად ამბობს, დაკავების დროს მიადგა. ჩემთვის ცნობილია, რომ დაკავება მოხდა ორი მუხლის საფუძველზე და მათ ბრალი წარედგინათ წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო, თუმცა როგორც წესი, ორივე მუხლი ხშირად ხდება ხოლმე პრობლემატური, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს შეკითხვებს, თუ რაში გამოიხატებოდა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა. ამ საკითხს ჩვენ შევისწავლით. მომხდარს ვუყურებთ არა ინდივიდუალურ ჭრილში, არამედ სისტემურად, რადგან დაკავების დროს ამ ტიპის მუხლების გამოყენებით ხშირად ხდება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. გამოძიებას მივადევნებთ თვალყურს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გუშინ საღამოს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ 2 პირი დააკავა. შესაბამისი ვიდეომასალა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. დაკავებას ხმაური მოჰყვა. ახალგაზრდები ითხოვდნენ განმარტებას, თუ რა მიზეზების გამო ხდებოდა მათი აყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ორი პირი ადმინისტრაციული წესით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვისაა დაკავებული.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)