|
2018-01-25 14:20:14, 1847 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი პრეზიდენტის მიერ „ბახალას“ შესაძლო შეწყალებაზე: ერთ საქმეზე რეაგირება სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გადახედვას აუცილებლად საჭიროებს. ნაცვლიშვილმა არ დააკონკრეტა შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას), თუმცა აღნიშნა, რომ ერთ საქმეზე რეაგირება პრობლემის არსს ვერ შეცვლის. "ერთ კონკრეტულ საქმეზე რეაგირება ვერ მოაგვარებს იმ სისტემურ პრობლემას, რომელსაც ჰქვია რეპრესიული და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა. ამიტომ, ყურადღების გამახვილება ყველა აქტორის მხრიდან არის აუცილებელი იმაზე, რომ სისტემურად შეიცვალოს მდგომარეობა და ცალკეულ, ფრაგმენტულ საქმეებზე რეაგირება ვერ გამოასწორებს იმ პრობლემას, რის გამოც დღეს ასეულობით ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ "ბახალას" 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)