|
2018-01-25 12:19:54, 1637 ნახვა
კომენტარი
ლექვინაძე: შევეცდები, საკითხები, რომელიც ბიზნესში მუშავდება, ხელისუფლებამდე ეფექტურად იქნას მიტანილი
ახალმა ბიზნესომბუდსმენა ირაკლი ლექვინაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა ბიზნესასოციაციასთან. ლექვინაძე განსაკუთრებულ აქცენტს მცირე ბიზნესის მიმართულებით ბიზნესგაერთიანებაზე აკეთებს. ამასთან, ახალი ომბუდსმენი ამბობს, რომ შეეცდება ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ეფექტური თანამშრომლობა დაამყაროს: „მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს, ამ უდიდესი ნდობისთვის, რადგან ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს შორის, ბუნებრივია, შევეცდები, მაქსიმალურად, ის საკითხები, რომელიც მუშავდება ბიზნესში, ბიზნეს ასოციაციების მიმართულებით, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, პირველ ეტაპზე, იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა ბიზნეს ასოციაციასთან, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი, განსაკუთრებით ფოკუსი მინდა გავაკეთო მცირე ბიზნესის მიმართულებით, ბიზნესგაერთიანებებზე, იქნება ეს რეგიონალური თუ სექტორული ბიზნესასოციაციები, რადგან ყველა ის საკითხი, რომელიც ამ გაერთიანებებში მუშავდება, მაქსიმალურად იქნას განხილული და შესაბამისად იქნას ეს საკითხები მხარდაჭერილი, რაც არის ომბუდსმენის აპარატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, გარდ ამისა ვფიქრობთ ძალიან აქტიური მუშაობა იქნება საკანონმდებლო, თუ იმ პრაქტიკის მიმართულებით, რომელიც გააჩნია ბიზნესს ამ მიმართულებით და ბუნებრივია ყველა საკითხი შეგროვებული იქნება ბიზნესომბუდსმენის აპარატში. გარდა ამისა, დარმწუნებული ვარ, რომ დღეს ყველა სახელმწიფო უწყება ღიაა ბიზნესის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, რომლებთანაც საჭიროა რიგი ტექნიკური, თუ სხვადასხვა ინდივიდუალური საკითხების გავლა, რომ ეს კომუნიკაცია ბევრად უფრო ეფექტური იყოს”,-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)