|
2018-01-22 16:57:31, 2983 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს
კატალონიის ავტონომიის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი. ამის შესახებ კატალონიის ახლად არჩეული პარლამენტის სპიკერმა როჟე ტორენმა განაცხადა. „მე კარლეს პუჩდემონის კანდიდატურას მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარვადგენ“, - განაცხადა როჟე ტორენმა გამართულ პრესკონფერენციაზე. კატალონიის პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებებს გამართავს ესპანეთის მთავრობის მეთაურთან მარიანო რახოისთან და თავად კარლეს პუჩდემონთან. „მე მესმის პუჩდემონის პირადი და იურიდიული სიტუაცია, მაგრამ ვთვლი, რომ მას კანონიერი უფლება აქვს კანდიდატი იყოს“,– განაცხადა ტორენმა. კატალონიის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელზეც კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურას განიხილავენ, 31 იანვარს გაიმართება. კანდიდატურის დასამტკიცებლად ხმების აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო. მანამდე, ესპანეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის ბრიუსელიდან კოპენჰაგენში გადასვლის შემთხვევაში დაპატიმრების ევროპული ორდერის გაცემა მოითხოვა. თუმცა, ესპანეთის პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიიდან დანიაში გაემგზავრა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)