|
2018-01-18 10:18:04, 1694 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ უკრაინელ კოლეგასთან, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბისთან გამართა. საუბრის მთავარი თემა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების საკითხები იყო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. რეგიონში არსებულ საერთო გამოწვევებზე საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფორმატში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა ერთმანეთს ქვეყნების დასავლური მისწრაფებების, ასევე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლობითი შემადგენლობა უკრაინულ-ქართული თანამშრომლობის მიმართ მაღალ ინტერესს ცხადყოფს. მისი თქმით, ქართველ და უკრაინელ ხალხს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ხალხებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს იმისათვის, რომ ისინი მთელი ამ წლების მანძილზე განუხრელად უჭერდნენ მხარს ჩვენ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში უკრაინა, ჩვენი უკრაინელი მეგობრები იდგნენ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს გვერდით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ვადასტურებთ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერას. ვგმობთ ყირიმის ანექსიას და ასევე, რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება იმისათვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ და ჩვენს საერთო მიზნებს მივაღწიოთ. ჩვენი საერთო მიზანია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და ძალისხმევის გაერთიანება ამ კუთხითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თანამშრომლობის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატები იმისათვის, რომ მიზნებს მივაღწიოთ და საერთო ინტერესების რეალიზება შევძლოთ. პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება. ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რესურსები და ტრანზიტული სტრატეგიული ფუნქცია. ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინას შორის ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)