|
2018-01-17 18:12:41, 1576 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე: არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება
„არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, 2015 წელს ვაქცინა ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვითაა შემოსული, რასაც საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს. "ის რაც წერია, პუბლიკაციაში არ შეესაბამება სიმართლეს და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს გაცემული აქვს რამდენჯერმე არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისათვის. მათ შორის გუშინწინ სპეციალური სხდომა შედგა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენ დავუსაბუთედ იმ საკითხის მართებულობა რაზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის არგუმენტებს და იყო შეპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ქვეყანაში გამიზნულად ხდება დისკრედიტაცია, უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რაც იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთანაა დაკავშირებული. მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უფრო უკეთესი ინტერვენცია ჯერ საზოგადოებას არ მოუგონია, რომელმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა", - აღნიშნა გამყრელიძემ. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა მითითებული, რომ საუბარი იყო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. "დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არა არის ნახსენები, რომ ეს ვაქცინა არის ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმიური ვაქცინები, რომლებიც ჩვენს ბავშვბს უკეთდებათ კალნდრის მიხედვით. ეს საკითხი ეხება ცომს და ის 100% სასიკვდილო დაავადებაა. თუ ადამიანს ცოფი განუვითარდა ჯერჯერობით მედიცინა ამ დაავადების წინააღმდეგ უძლურია. ერთადერთი ცოფი იმართება ვაქცინების მეშვეობით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ჯანდაცვის სექტორის გახლავთ ის, რომ ვაქცინების არც ერთი წყვეტა მომარაგებაში არ ყოფილა. უმჯობესდება ქვეყანაში აცრები მთლიანად და მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ადამიანის ცოფის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. დღეს სწორედ ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ხდება პუბლიკაცია. კერძოდ მინდა დავაფიქსირო, რომ ეს ვაქცინა 2015 წელს შემოსულია ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჩვენი საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს. ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან გართულება არ დაფიქსირებულა. 2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი პრეკვალიფიკაცია, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაქცინის დაუყოვნებლივ ამოღება იყო აუცილებელი", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა და აუდიტის სამსახურს მოუწოდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით".
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)