|
2018-01-17 13:09:54, 1689 ნახვა
კომენტარი
კახიძე: ხელისუფლების ნაბიჯებმა გაუაზრებელი ამნისტიით და ქურდების წახალისებით, საზოგადოების დაცულობას ძირი გამოუთხარა
„ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში გადადგმულმა უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა გაუზრებელი ამნისტიით, პოლიციის დემორალიზებით და კანონიერი ქურდების წახალისებით ძირი გამოუთხარა საზოგადოების დაცულობას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. როგორც კახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ კრიმინოგენულ ვითარებას სათანადო ყურადღება თუ არ მიაქცია, საზოგადოება გაუარესებეულ ვითარებას მიიღებს. ,,2018 წელს პრაქტიკულად დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ მორიგი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, დაჭრა-დასახიჩრების, ყაჩაღობისა თუ სხვა შემთხვევების შესახებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გახდა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენი ყოველდღიურობა. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო მძიმე ვითარებას. ამას ვერ უშველის ვერც წინასაახალწლო რეიდები, ვერც სტატისტიკის გაყალბება. ეს არის ვითარება, რომელსაც სჭირდება პირველ რიგში აღიარება, პრობლემის დაფიქსირება და სერიოზული ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაცვლელად. საჭიროა პოლიციის დემორალიზების ნაცვლად მისი გააქტიურება და საკანონმდებლო ნაბიჯების დაგეგმვა. საზოგადოების დაკვეთა გახლავთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს არის სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა და საზოგადოება გაგებით არ და ვერ მოეკიდება საგანგაშო კრიმინალის ზრდას. არ მინდა სიტუაციის ზედმეტი დრამატიზება მოვახდინო, ან პანიკის საფუძველი შევქმნა, უბრალოდ ამ მდგომარეობას თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო გაუარესებულ ვითარებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)