|
2018-01-16 17:58:37, 1783 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი „ბასიანის“ ინციდენტზე: იქ, სადაც პოლიციელის უსაფრთხოებას ეხება საქმე, უკომპრომისო ვიქნებით
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კლუბ "ბასიანთან" სამართალდამცველის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც გახარიამ "იმედის" ეთერში განაცხადა, იქ სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, უწყება უკომპრომისო იქნება. "ეს არ არის უწყებრივი სოლიდარობის საკითხი, ეს არის საკითხი უფრო ბევრად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საზოგადოებაში, რომელშიც პოლიციელი არის დაუცველი, საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ. სწორედ ამიტომ, იქ სადაც პოლიციელის უსაფრთხოებას ეხება საქმე, ვიქნებით უკომპრომისოები, ისევე როგორც უკომპრომისოები ვიქნებით მაშინაც, როდესაც პოლიციელის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი. სხვანაირად ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც უწყების რეფორმირების და ამ რეფორმერების პროცესში ასევე ვიქნებით მაქსიმალურად ორიენტირებულები შედეგზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ. კითხვაზე - როგორ აფასებს ის სასამართლოს გადაწყვეტილებას, პოლიციელზე თავდამსხმელის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხს, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია. "ეს არის სასამართლოს კომპეტენცია. ჩვენს ქვეყანაში სასამართლო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი მის გადაწყვეტილებებში. ისევე როგორც მეორე მხარეს ჰქონდა უფლებამოსილება და მათ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება. ასე, რომ დაველოდოთ პროცესებს", - აღნიშნა მან.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)