05:58 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 12:06:05, 2428 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

BBC-ის ინფორმაციით, პირველ ტურში ჩეხეთის მოქმედმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ამომრჩეველთა ხმების 39% მიიღო, ირჟი დრაგოშმა კი 26%.

ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე ცხრა კანდიდატი იყრიდა კენჭს. დამარცხებული კანდიდატები   მხარს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილ წარმომადგენელს ირჟი დრაგოშს უჭერენ და თავიანთ მხარდამჭერებს იმავეს მოუწოდებენ.

მედიის ცნობით, ზემანს ხმა ძირითადად სოფლისა და მცირე ქალაქების მოსახლეობამ მისცა, ხოლო მსხვილ ქალაქებში, მათ შორის პრაღაში, ხმა ძირითადად აკადემიკოსს ირჟი დრაგოშს მისცეს.

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26-27 იანვარს ჩატარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics