|
2018-01-12 17:50:07, 2010 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ნარკოპოლიტიკის განხილვების პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
„უნდა გაფართოვდეს, იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ფართო განხილვების საფუძველზე იქნება მიღებული. „ძალიან ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი განხილვების საფუძველზე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ასევე, საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიზანი არის ერთი და ის ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას გულისხმობს. „მიზანი აქვს ყველას ერთი - მიზანი არის მოხმარების შემცირება საქართველოში და ასევე, მიზანი არის ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული განუხრელად კონკრეტულად ამ სფეროში. უბრალოდ, ვერ ვთანხმდებით ჩვენ ხშირად, სხვადასხვა მხარეები ამ მიზნების მიღწევის გზებზე. ჩვენთვის მთავარია ამ გზებზე შევჯერდეთ და ამისთვის არის საჭირო ზუსტად მსჯელობა და განხილვა. ასევე, გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა ზუსტად ამ გზებთან დაკავშირებით. არის ნაწილი დეპუტატებისა, რომელსაც მიაჩნია, რომ ლიბერალიზაცია უკეთ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას, არის მეორე ნაწილი დეპუტატებისა, რომლის აზრითაც გამკაცრება არის უკეთესი გზა მიზნების მიღწევისთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ სიღრმისეული არგუმენტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა,დღემდე ორივე მხრიდან მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა ისმის. „მე არაერთხელ მითქვამს, რომ დღემდე არცერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები, თუნდაც, სტატისტიკური მონაცემები, ანალიტიკური მასალები, არ მინახავს, არ მომისმენია, ასეთები არის ჯერ კიდევ შესამუშავებელი და დასამუშავებელი, და მხოლოდ ასეთი სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. დღემდე ჩვენ გვესმის მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა როგორც ერთ, ასევე, მეორე მხარეს, რაც არის ძალიან სამწუხარო",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)