|
2018-01-11 18:09:19, 2573 ნახვა
მსოფლიო
ერაყის ზარალმა ISIS-სთან ბრძოლის შემდეგ, 100 მილიარდი დოლარი შეადგინა
ერაყის ხელისუფლებამ ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ომის შემდეგ ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი დათვალა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტების ქმედებების გამო ერაყს 100 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, აღნიშნული თანხა საჭიროა იმისათვის, რომ 10 წლის განმავლობაში ომის შედეგად განადგურებული რაიონების აღდგენა მოხდეს. "3-4 კვირის განმავლობაშ შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ ზარალის დათვლაზე. დადგინა, რომ ეს ზარალი 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ ტანხით ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ყველა განადგურებული რაიონები, ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და ასე შემდეგ. გეგმმის თანახმად ეს 10 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება", - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰადარ ალ-აბადიმ. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრემიერმა 2016 წლის 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულდა. ცნობისთვის, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის რეგიონები 2014 წელს დაიპყრო, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი მოსული. 2017 წელს მასშტაბური ოპერაციის შემდეგ მოსული გაათავისუფლეს, შემდეგ კი საომარი მოქმედებები ტერორისტების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, 5 ოქტომბერს ერაყის არმიამ კირკუკის პროვინციაში მდებარე ქალაქ ჰავიჯაზე კონტროლი დაამყარა, რომელიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო საყრდენი იყო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)