|
2018-01-11 17:18:59, 1905 ნახვა
კომენტარი
კილაძე: ტერაქტები საბედნიეროდ საქართველოში არ ხდება და ამას მგონი დაფასება სჭირდება
პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის სოფიო კილაძის განცხადებით, საქართველო ტერორიზმთან ბრძოლას თავს კარგად ართმევს და ეს სამართალდამცველების დამსახურებაა. როგორც კილაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, ის რაც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოხდა, უდიდესი ტრაგედიაა. მან მაჩალიკაშვილების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. "არ აქვს მნიშვნელობა გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო თუ არა დამნაშავე. ყველა შემთხვევაში ახალგაზრდის დაღუპვა არის ძალიან დიდი ტრაგედია და პირველ რიგში ეს ტრაგედია არის ოჯახისთვის. აბსოლუტურად ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება თავად საქმეს, ჩემთვის როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო ქვეყანა. ყველას გვახსოვს 90-იანი წლები, როდესაც ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია და იქ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბარი ზედმეტი იყო. დღეს ჩვენ ამ ურთულეს რეგიონში ვართ ქვეყანა, რომელიც ძალიან ეფექტიანად ებრძვის ტერორიზმს. მადლობა იმ ადამიანებს, რომელბიც მუხლჩაუყრელად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტერორისტების საპარპაშო ადგილი არ იყოს. ამის დამსახურებია, რომ დღეს ამერიკა აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მთელს მსოფლიოში. ჩვენი სპეცსამსახურები ეფექტიანად ახერხებენ იმას, რომ აღკვეთონ ტერაქტები. ეს ტერაქტები არა ერთ განვითარებულ ქვეყანაში განხორციელდა და ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს საბედნიეროდ საქართველოში არ ხდება და ამას მგონი დაფასება სჭირდება. არსებობს საკმაოდ ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში. თუმცა, სამწუხაროდ ტერორიზმს აქვს ისეთი მხარდაჭერა დანაშაულებრივ წრეებში, რომ ისინი სამართალდამცველებისგან შეუმჩნევლად ახერხებენ ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლას. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. ჩვენ ავიცილეთ ტერაქტი, მათ შორის მეზობელ ქვეყნებშიც, ჩვენი სამართალდამცველების ეფექტიანი მოქმედებით", - განაცხადა სოფი კილაძე.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)