|
2018-01-10 14:23:48, 1966 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილის ადვოკატი: ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი
პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ექსპერტიზა უტარდება. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ექსპერტიზას ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ესწრება. „ექსპერტიზა უკვე დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე გაკვეთის პროცედურა ჯერ არ დაწყებულა, მოხდა ანაბეჭდების აღება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რათა ხელყუმბარაზე მისი იდენტობა დადგინდეს. სხვა პროცედურებს მინიმუმ სამი საათი დასჭირდება. ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი, ასევე ხომ არ არის ორჯერ ნასროლი", - განაცხადა კუბლაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ექსპერტიზა სავარაუდოდ 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მაჩალიკაშვილის ცხედარს პანკისში დღესვე გადაასვენებენ და მას სავარაუდოდ ხვალ დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. თუმცა, დღეს დილით ის გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)