04:02 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 10:52:08, 2313 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, კონტრაბანდაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, ქალაქ სამსუნში სამართალდამცველებმა კონტრაბანდაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Habergazetesi იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლში მიმავალი საქალაქთაშორისო ავტობუსი გააჩერა, რა დროსაც ბარგში კონტრაბანდული სიგარეტი, სასმელი და ირანული ხალიჩები იპოვა.

მედიის ცნობით, ამოღებულია 200 შეკვრა სიგარეტი, 23 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 14 კვადრატული მეტრი ირანული ხალიჩა. დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთები საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა. დაკავება ორდუს ტრასაზე მოხდა.

დაკავებული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics