|
2018-01-05 14:30:13, 1853 ნახვა
კომენტარი
უგულავა სააკაშვილის განაჩენზე: დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს
თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „თემიდას თვალები ახვეული აქვს არა იმიტომ, რომ მზის სათვალები არ არსებობდა, არამედ - გაუძლოს ზეწოლათა შორის ყველაზე მძიმეს - საზოგადოებრივ აზრს! დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი იტყვის - სამართალმა პური სჭამა. თუმცა დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს მორიგ ჯერზე. სასამართლო იმისთვისაა, რომ გაუძლოს ხალხის შეძახილს: ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით ეგე! სამწუხაროდ, დღეს ბოლო ათი წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, სასამართლომ ფარსად აქცია. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება შეუზღუდავი უფლებაა, ასეა ყველგან და სხვანაირად ვერც იქნება. ამ უფლების ბუნებაა ასეთი. პასუხილსმგებლობა მხოლოდ პოლიტიკური და მორალური შეიძლება იყოს. დიახ მეგობრებო! გაიხარეთ "სამართლიანობა აღზდგა", მაგრამ საბოლოოდ დასამარდა "კანონის უზენაესობის" შანსი. ვიქეცით რაღაც ტომად და ხელიდან ვუშვებთ ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალბების შანსს. პ.ს. ეს საქმე სტრასბურგში წასაგებადაა განწირული. გირგვლიანის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს ექნება ორი გადაწყვეტილება. პირველი სადაც სწერია, რომ "გამაოგნებელი იყო" და მეორე - "შურისძიებით გაჟღენთილი" არის გამოძიება. ასე რომ ივანიშვილს, თავის ოცნებიან, მოსამართლეებიანათ აუცილბლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება სხვისი ტრაგედიის "საკუთარი პოლიტიკური მიზნით" გამოყენებისთვის. ასეა თუ ისე უნდა დავასრულოთ ამ ტრაგედიით მანიპულირება და ვიყუროდ წინ“,-წერს უგულავა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)