|
2018-01-05 13:58:29, 1880 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ქართული სასამართლოს „განაჩენი“, რომელსაც ივანიშვილი აკონტროლებს, უკანონოა და საღ აზრს ეწინააღმდეგება
ქართული სასამართლოს "განაჩენი" ჩემს წინააღმდეგ, რომელსაც „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერი, ივანიშვილი აკონტროლებს, არის სრულიად უკანონო და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო, ეროვნულ ნორმასა და საღ აზრს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილ განაჩენს. როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პრეზიდენტის გასამართლება შეწყალების უფლების გამოყენების გამო, საქმის პოლიტიკურ მოტივებს უსვამს ხაზს. "ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ 5 წლის განმავლობაში ქართულმა ხელისუფლებამ ვერაფერი სერიოზული ვერ აღმოაჩინა ჩემს წინააღმდეგ: არც კორუფციის ფაქტები, არც სხვა სამართალდარღვევები. მაგრამ ეს „განაჩენი“, ისევე როგორც კიევში პარალელურად მიმდინარე პროცესი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინაში ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქები სინქრონულად და კოორდინირებულად მოქმედებენ ჩემს წინააღმდეგ, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქათან და ხალხის ძარცვასთან ბრძოლის ლიდერთან. ის, რომ ამ წლების განმავლობაში ვლადიმერ პუტინი ქართველი და უკრაინელი ხელისუფლებისგან ჩემს წინააღმდეგ ამ რეპრესიული ზომების მიღებას ითხოვდა, არავისთვისაა საიდუმლო. მან ამის შესახებ კიდევ ერთხელ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა. შესაბამისი ზომები ჩემს განეიტრალებასთან დაკავშირებით მიღებული იყო გასული წლის ზაფხულში, როდესაც პოროშენკო და ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, მე კი, შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მოქალაქეობა ჩამომართვეს. ისევე, როგორც პოროშენკოსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც 2017 წლის 29 დეკემბერს შედგა. რაც არ უნდა აკეთონ ჩემს წინააღმდეგ პუტინმა, პოროშენკომ და ივანიშვილმა, მთელ პოსტსაბჭოთა ოლიგარქებთან ერთად, ჩემი ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება, რომელსაც ჩვენი ხალხი მოიპოვებს, კორუფციას, სიღარიბესა და ხალხის დამცირებასაც დაამარცხებს", - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)