|
2018-01-04 19:49:11, 1924 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი - სუს-ის მტკიცებულებებით დასტურდება ეჭვი, რომ დაკავებულები მაღალი ალბათობით, ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებულ სპეცოპერაციებს გამოეხმაურა. როგორც სესიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, სუს-ის მიერ დღეს გასაჯაროებული მტკიცბულებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ დაკავებულები „მაღალი ალბათობით და სხვადასხვა ხარისხით, ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში“. მისივე თქმით, სუს-ი წარმატებით ართმევს თავს საკუთარ ამოცანას და მას „ქართული ოცნების“ სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. „საერთაშორისო ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მის ნებისმიერ გამოვლინებასთან უშეღავათო ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი ფუნქციაა. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩდა და წარმატებით ართმევს თავს ამოცანას, აქვს ჩვენი გუნდის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ასეთ გამოწვევებთან გვაქვს საქმე, ჩვენი ძალოვანი უწყებები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც ეყრდნობა ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტს. ასე იყო მაშინაც, როდესაც ისინი მრავალსაათიანი სპეცოპერაციის დროს ცდილობდნენ ცოცხლად აეყვანათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დისლოცირებული ტერორისტული ჯგუფის წევრები, სადაც სამწუხაროდ, ერთი სპეცრაზმელი დაგვეღუპა და ოთხი დაიჭრა, და მაშინაც, როცა აკავებდნენ ამ ჯგუფთან დაკავშირებულ პირებს თბილისსა და ახმეტის რაიონში. დღეს სუსმა გაასაჯაროვა მტკიცებულებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით და სხვადასხვა ხარისხით, ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში და ცხადყოფს, იმ საფრთხის მასშტაბებს, რომელიც ქვეყანამ აიცილა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად. სამწუხაროა, რომ თემირლან მაჩალიკაშივილი მძიმედაა დაჭრილი. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ მის გადასარჩენად. ამ ფაქტთან დაკავშირებულ კითხვებზე და საზოგადოების ინტერესზე პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ გამოძიებამ, რომელიც უკვე დაწყებულია მთავრი პროკურატურის მიერ. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და მასთან ასოცირებული მედია, უნისონში ეწევიან ესოდენ მგრძნობიარე თემებით სპეკულირებას და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შეტევა მიაქვთ უსაფრთხოების სამსახურებზე, რაც ზიანს აყენებს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის ეფექტურ განხორციელებას. მიუხედავად ასეთი პოლიტიკური თავდასხმებისა, ჩვენ ვრჩებით სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე და ვაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ამავე დროს, დანაშაულთან ბრძოლის საქმეშიც ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტებისა. საზოგადოებას აქვს უფლება დასვას შეკითხვები, ხოლო ხელისუფლების ინტერესია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობა და ქვეყნის სტაბილურობა“, - ნათქვამია ირაკლი სესიაშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. ამასთან, უწყებამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციაც გაავრცელა.
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)