|
2018-01-03 13:15:00, 2404 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: სამი ქვეყნის ოლიგარქი ცდილობს ჩემს პოლიტიკურ განეიტრალებას
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამი ქვეყნის ოლიგარქი ცდილობს მის პოლიტიკურ განეიტრალებას, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი საკითხის განსახილველად 29 დეკემბერს პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამავე ეთერში მიხეილ სააკაშვილმა დღეს თბილისში ჩანიშნულ პროცესზეც გააკეთა კომენტარი. "29 დეკემბერს ვლადიმერ პუტინსა და პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამ საუბრის დროს, ტყვეების გაცვლასა და სხვა საკითხებს შორის განიხილებოდა ჩემი საკითხიც. კერძოდ, პრეზიდენტების დონეზე თანამშრომლობა ჩემს წინააღმდეგ. პუტინი არ მალავს, რომ დაინტერესებულია ჩემით, პოროშენკო რომ დაინტერესებულია, ეს ბავშვმაც კი იცის უკრაინაში. ის, რომ ეს საკითხი ერთმანეთთან განიხილეს, ეს საიხლე იყო ჩემთვის, გასაგებია რა დონეზეც მიდის საუბარი. სამი ქვეყნაა ამ ყველაფერში ჩართული, საქართველოში მათ დანიშნეს პროცესი ჩემთვის განაჩენის გამოტანის შესახებ. რატომ? იმიტომ, რომ ბრალდების მიხედვით, უკრაინის პროკურატურამ თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე და ამიტომ ახლა არ შეუძლიათ თქვან, რომ - ბოდიში შეგვეშალა, დავწერეთ სისულელე 12 გვერდზე და ახლა შევცვლით ამ ყველაფერს და გადმოგცემთ სააკაშვილს. ნუ ახლა იტყვიან, რომ ბრალდება ბრალდებად, მაგრამ ახლა განაჩენია, რატომ განაჩენი? იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში სისხლის სამართლის საქმეზე შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. საქართველოს ხელისუფელბა და "გაზპრომის" ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, მასამართლებს მე პრეზიდენტობის დროს შეწყალების უფლების გამოყენების გამო. ევროპის სასამრთლოში ეს ბრალდება გაქარწყლდება მაშინვე. ეს ბრალდება სამარცხვინოა, მაგრამ მათ ეს არ აინტერესბთ, უბრალოდ მათთვის მთავარია ახლა გააკეთონ რამე. საქართველოს და უკრაინის ხელისუფელბას ერთ დღეს მოუვიდა თავში ჩემს წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დანიშვნა და ამასთანავე პუტინიც საქმეშია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)